13 სექტემბერი 2018, 08:10
გორში 14 წლის გოგო ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
გორში 14 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.
ინციდენტი წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





