რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით, რომ პრობლემები არ შეექმნას
სამართალი
ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. ამისთვის სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91.
რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ რომ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას, ამ და სხვა კითხვებს „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა.
ლილუაშვილის განცხადებით, ორ დღეში ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად1500-მდე მძღოლმა დააფიქსირა მონაცემთა ბაზაში საკუთარი ნომერი.
რაც შეეხება მძღოლების პრეტენზიას, ჯარიმების sms შეტობინების ვერმიღებაზე, ლილუაშვილი განმარტავს, რომ ეს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ერთი საშუალება არ არის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ოთხ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს და ხუთამდე მცდელობას, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ავტომობილის მძღოლს.
გარდა ამისა, შსს-ს აქვს მობილური აპლიკაცია, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. თუ დაფიქსირდა რომელიმე მძღოლთან მსგავსი, პრობლემა, რომ მან ვერ მიიღო sms შეტყობინება, ეს იენბოდა ერთეული ტექნიკური პრობლემა, მაგრამ ყველა სხვა წყაროს გამოიყენებდა მომსახურების საააგენტო რომ მას მიწოდებოდა ინფორმაცია.
თუ მოქალაქე შეიცვლის საცხოვრებელ მისამართს, ის ვალდებულია 6 თვეში ინფორმაცია შეცვალოს იუსტიციის სამინისტროს შესასაბამისს მონაცემთა ბაზაში. საიდანაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა მისამართზე უნდა გაიგზავნოს შეტყობინება.
გარდა ამისა, აუცილებელია, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე 2 41 91 91 და ძველი ნომერი ჩაანაცვლოს ახლით",- განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე განმარტებით, საკომუნიკაციო არხების გამოყენების და საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge.





