ალექს ბრუსევიცი: პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ზელენსკის ამ ომის დასასრულებლად არანაირი გულწრფელი ინტერესი არ გამოუჩენია. დროა, უკრაინამ ახალი ლიდერი აირჩიოს
სამართალი

ალექს ბრუსევიცი
ფოტო: Facebook
დონალდ ტრამპის მრჩეველი და პოლიტიკური კონსულტანტი ალექს ბრუსევიცი უკრაინის პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებს და წერს, რომ ქვეყანას ახალი ლიდერობა სჭირდება. მან ასევე აღნიშნა რომ ვოლოდიმiრ ზელენსკი საკმარის ინტერესს არ იჩენს ომის დასასრულებლად , მისი გარემოცვა კი ამ ომით სარგებელს ნახულობს. ბრუსევიცმა გააზიარა წარმომადგენელთა პალატის წევრის, ანა პაულინა ლუნას მოსაზრება იმის შესახებ, რომ ომის გაგრძელება ამერიკელებისთვის ზიანის მომტანია და უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის დროა.
„პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ზელენსკის ამ ომის დასასრულებლად არანაირი გულწრფელი ინტერესი არ გამოუჩენია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი გარემოცვა, როგორც ჩანს, იმაზე მეტ სარგებელს ნახულობს, ვიდრე ოდესმე, მაშინ როცა რიგითი უკრაინელები უზარმაზარ ტანჯვას განიცდიან. სამარცხვინო საქციელია. დროა, უკრაინამ ახალი ლიდერობა აირჩიოს“, - წერს ბრუსევიცი.





