23 აგვისტო 2018, 10:13
თბილისში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
თბილისში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში ავარიისას ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, მათგან ერთი კი შემდეგ ბოძს დაეჯახა. მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.





