მარიამ ქართველიშვილი
მწყემს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

მალხაზ კობაური
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
სასამართლომ ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 4 სექტემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.
სასამართლოს სხდომაზე თავად მალხაზ კობაურმა თქვა, რომ ამერიკელი ოჯახი მას არ მოუკლავს:
"ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი კაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ დედამიშვილებს დაგიხოცავთო. ამიტომ შევცვალე", - თქვა მწყემსმა.
სამართალდამცველები მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.




