17 ოქტომბერი 2026, 15:06
ადვოკატებისთვის ორდღიანი სასწავლო კურსი დაიწყო
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ადვოკატებისთვის ორდღიანი სასწავლო კურსი დაიწყო. ტრენინგი დავების ალტერნატიულ გადაწყვეტას ეხება და მიზნად შერჩეული ადვოკატების პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს. ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით იმართება.




