ხადას ხეობაში 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვეს
სამართალი
ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი უკვე იპოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 19 წლის ქართველმა მწყემსმა სმიტების ოჯახი ჯერ მიაცილა შემთხვევის ადგილამდე, შემდეგ კი კაც ტურისტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მან ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი გასროლით მოკლა.
მკვლელობის შემდეგ 19 წლის ბიჭმა ცხედრები გადამალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.
გუშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი - 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.
მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.





