03 ივლისი 2018, 17:22
თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

შემთხვევის ადგილი
ფოტო: youtube
გაზიარება
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან ხრამში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე კადრები "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
შემთხვევის შედეგად 30 წლის კაცი დაიღუპა, მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, სამედიცინო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.





