სახელმწიფო ხაზინიდან დახარჯული 9 მილიონ ლარზე მეტი არამიზნობრივი ხარჯი და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობაში ამორალურს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
სახელმწიფო ხაზინიდან დახარჯული 9 მილიონ ლარზე მეტი არამიზნობრივი ხარჯი და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობაში ამორალურს უწოდებენ.
საქმის მასალების მიხედვით, საიდუმლო პატაკებით გაფორმებული მილიონები არა მხოლოდ ძვირადღირებულ სამოსს, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უცხოურ ვოიაჟებს, ელიტური ავტომობილების, ვერტმფრენისა თუ იახტის დაქირავებას, ასევე ასობით ათასი ლარის ღირებულების კოსმეტიკურ პროცედურებს ხმარდებოდა.
მმართველ პარტიაში ექსპრეზიდენტს სტრასბურგისა და ქართული სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენებს ახსენებენ.
პარალელურად, გრძელდება მტკიცებულებების შეგროვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი 22 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ქონების საქმეზეც, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს საკუთარ დედას გადასცა.
მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი ნახეთ.





