შსს: ბარნოვზე ახალგაზრდა გოგოს სავარაუდო მკვლელი დადგენილია
სამართალი
თეიმურაზ კუპატაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შსს-მ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ის ადასტურებს ფაქტს, რომ მკვლელობა ბარნოვის 77-ში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა. რაც შეეხება არსებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ 25 წლის გოგოს მკვლელი შესაძლოა მისი მამინაცვალი იყოს, ამის შესახებ კუპატაძე კომენტარს არ აკეთებს.
ოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებს სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავთ. ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიციელები სწავლობენ ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე დღეს დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა.





