ღარიბაშვილის ადვოკატი: მოინდომეს არაფორმალური ურთიერთობის დამყარება ირაკლი ღარიბაშვილთან. ამ მიზეზით ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძებასთან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, იოსებ ბარათაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს,რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრება და ამ ფორმით მეტი დეტალის გაგება პროკურატურის მხრიდან კანონის გვერდის ავლაა.
„გასაუბრება არ გახლავთ საპროცესო კანონმდებლობის ნორმა. მოინდომეს არაფორმალური ურთიერთობის დამყარება ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძებასთან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამის შემდეგ ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განცხადება გენერალურ პროკურატურაში, სადაც ის ითხოვს გამოძიების დაწყებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.
პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატიდან 11 ნოემბერს შესულ წერილზე, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა, განცხადება გაავრცელა.





