პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალი

საქართველოს პროკურატურა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2024-2026 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.





