მოსამართლე მოპასუხეებს: რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ
სამართალი

ვასილ როინიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
„შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ გავიგო რას ამბობთ“, - ასე მიმართა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარეს.
მოსამართლის თქმით, ბევრ საუბარში აზრი იკარგება.
„რაც უფრო ბევრს საუბრობთ, აზრი იკარგება ამ ბევრ საუბარში. ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც ხომ მთავარია, რომ კონკრეტული ჩვენი ნათქვამიდან აზრი იყოს გამოტანილი. შეკითხვის დასმისას მე ხომ ძალიან ბევრს არ ვლაპარაკობ. შესაბამისად, თქვენგანაც ველოდები ანალოგიურს, რომ უბრალოდ
გავიგო რას ამბობთ. რა თქმა უნდა, გარკვეული განვრცობა შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პასუხს, მაგრამ რაღაც რაციონალურობის ფარგლებში. თხოვნა მექნება, ნუ გამაკრიტიკებთ ამისთვის, რომ ეს თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ. გაითვალისწინებთ, მადლობელი დაგრჩებით, არ გაითვალისწინებთ - მშვიდობიანი გზა“, - აღნიშნა მან.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზეა. სასამართლო კითხვებს ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უსვამს.





