გიორგი პატარიძე: ადგილობრივი საბჭოები ძალზედ ეფექტურად მუშაობენ - წელს, 9 თვის მონაცემით, ვადამდე გათავისუფლების 960-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება გვაქვს
სამართალი

გიორგი პატარიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
რა უნდა გააკეთოს პატიმარმა, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლდეს - ამ საკითხზე სპცეიალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ილაპარაკა.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, 9 თვის მონაცემით ვადამდე გათავისუფლების 960-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება არსებობს.
„ადგილობრივი საბჭოები არიან ძალიან გააქტიურებულები და ძალზედ ეფექტურად მუშაობენ. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წელს, 9 თვის მონაცემით, დადებითი გადაწყვეტილება გვაქვს 960-ზე მეტი. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ პატიმრებმა არ იციან ის წესები და გაიდლაინები, თუ რა იმოქმედებს ადგილობრივი საბჭოებზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.





