20 იანვარი 2018, 20:59
სონღულაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: მოლოდინის რეჟიმში ვართ,
სამართალი
ნათია სონღულაშვილი
გაზიარება
საპროკურორო საბჭოს წევრის, ნათია სონღულაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მტკიცებულება პროკურატურამ უკრაინაში უკვე გადააგზავნა და ახლა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების გატარებას ელოდებიან. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ბრალდების მხარემ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ მის მიმართ საექსტრადიციო გადაწყვეტილების დადებითად მიღების საფუძველი გახდება. ვართ მოლოდინის რეჟიმში“, - ამბობს სონღულაშვილი.





