დღეს გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა
სამართალი

დღეს გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს დაესწრო ეკა კუპატაძე.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
„29 სექტემბერს, როცა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი მალანია ფიქსირდება ანძაზე, სულ რაღაც 10 დღის წინ მე ვიყავი საცობში გლდანში და ვხედავდი ერთი წერტილიდან ორივე ანძას, სად იდგა ანძა, რომელიც აფიქსირებდა გიორგი მალანიას და სად იდგა ანძა, რომელიც აფიქსირებდა ალექსანდრე გაბაშვილს. ყველა ანძა ფეხდაფეხ მაქვს დავლილი.
დღეს სასამართლო მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა ცუცქირიძეს და ამბობდა თემქასა და ავჭალას“, - აცხადებს გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
„დაცვის მხარემ თითქმის ყველა ნივთიერი მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, გამოვიკვლიეთ მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი იყო და პირდაპირ კავშირში იყო გიორგი მალანიას ბრალდების საქმესთან. ესენი გახლავთ გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილის, ასევე ნია იმნაძის მობილური ტელეფონის ნომრის შემავალ-გამავალი ზარების დეტალურები და ანძები. გარდა ამისა გამოვიკვლიეთ გიორგი მალანიას პირადი ნივთები, ჩანთა და მასში არსებულიო ნივთები, რომელიც მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს იყო ამოღებული“, - განაცხადა გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.




