18 იანვარი 2018, 18:05
ანა შეპკინა
ახალსოფელში დაპირისპირებისას პოლიციელს ყბაზე უკბინეს
სამართალი

ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ სამართალდამცველს დაზიანება ყბის არეში მიაყენეს. შსს-მ ინციდენტში მონაწილე სამი პირი დააკავა. მათ ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციის თანამშრომელი რომელსაც სახეზე უკბინეს, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.





