საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გრძელდება
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში, ათი ბრალდებულის პროცესზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.
მათ შორის დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ოთხ ოქტომბერს დაზიანებები მიიღო. სამართალდამცველის გამოსვლას მოჰყვა ეკა ხერხეულიძის რეპლიკა. მას სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.
„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდნენ ეზოში შემოჭრას და ისროდნენ სხვადასხვა სახის მძიმე საგნებს, რა დროსაც მე მივიღე დაზიანება მარცხენა მუხლის სახსარში, ამ დროს შევედი სასახლის შენობაში უკან, როგორც კი შესაძლებელი გახდა, გადამიყვანეს კლინიკაში“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნინო ჯაოშვილმა.




