სულხან თამაზაშვილი: ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნახევარში. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტიანი პრევენცია
სამართალი
სულხან თამაზაშვი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში გუშინდელი საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მან გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.
„ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტს გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნახევარში. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტიანი პრევენცია, საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, აღიკვეთა ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.





