თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. „ქრონიკა“ შემთხვევის ადგილიდან
სამართალი

ფოტო: Reuters
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური - სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, კინოლოგები, ექსპერტ-კრიმინალისტები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის M8 ტიპის და საქაერონავიგაციის ვერტმფრენებიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.





