01 დეკემბერი 2017, 15:18
დეა მამისეიშვილი
ვერაზე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს
სამართალი

გაზიარება
თბილისში ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლისა და ფეხის არეში არის დაჭრილი, მეორე კი მუცლის არეში. ორივე არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
დაჭრილები, სავარაუდოდ, მაღალკლასელები არიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანა.





