სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სამართალი

სასაზღვრო პოლიცია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთიდან მოტორიანი ნავით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი „სარფის“ საზღვაო რაიონში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდნენ.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
ორივე დაკავებულის მიმართ გატარდა შესაბამისი საიმიგრაციო პროცედურები, რის შემდეგაც მოხდა მათი საქართველოდან გაძევება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





