პრეზიდენტმა მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა
სამართალი

ლაშა კურტანიძე ლევან როსტოშვილი
პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. ამ ინფორმაცია კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დაადასტურა.
კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელი შეუმცირა და ლაშა კურტანიძეს ერთი, ხოლო ლევან როსტოშვილს კი სამი წელი განუსაზღვრათ. მათვე დაეკისრათ 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი, კურტანიძის შემთხვევაში სამი წელი და როსტოშვილის შემთხვევაში ოთხი წელი.
12 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა.





