გიორგი მღებრიშვილი კუმურდოში ჩავიდა
სამართალი

ფოტო: Jnews.ge
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ კუმურდოში ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიაში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.ge ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეკლესიის ეზოში მოსახლეობაა შეკრებილი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.





