ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილისგან 30 თეთრს ითხოვს
სამართალი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. საუბარია გიგაურის მიერ გაცემულ პრემიასა და მის წოდებაზე.
დღეს საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.
ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ანაზღაურებას 30 თეთრის ოდენობით ითხოვს.




