თანასწორობის მოძრაობის 2 წევრი სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა
სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებული წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. პროცესის გადადება დაცვის მხარის შუამდგომლობით მოხდა, რომელმაც საქმის მასალების გაცნობა ითხოვა.
ბათუმში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და კიდევ ერთი პირი წუხელ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოტხოვნაზე დაუმორჩილებლობითვის არიან დაკავებულები. უწყების ცნობით, შეტყობინება ბულვარში ჩხუბის შესახებ პოლიციაში წუხელ შევიდა.





