ლევან სულაშვილი
Gem fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს
სამართალი

ფოტო: ლევან სულაშვილი
Gem fest-ზე დასაქმებული ახალგაზრდები ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივიან. სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ 11 ადამიანიმა შეიტანა. მოსარჩელეები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, რომლის მხოლოდ 20% აქვთ მიღებული.
მათი თქმით, Gem fest-ის ადმინისტრაცია დანარჩენი თანხის გადახდასაც დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. სასამართლომ ხუთ სამუშაო დღეში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს.
14 აგვისტოს Gem fest-ზე დასაქმებულებმა ანაზღაურების მოთხოვნით გზა გადაკეტეს. Gem Fest-ის შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
18 აგვისტოს ამ საქმეზე Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხეს.





