04 ივლისი 2021, 13:42
ორთაჭალაში დაიხრჩო კაცი, რომელმაც უცნობი გოგო გადაარჩინა
სამართალი

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / არქივი
გაზიარება
ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი მდინარეში გადავარდნილი უცნობი გოგოს გამო გადახტა, რის შემდეგაც, გოგო გადარჩა, თუმცა მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ, მაშველებმა იპოვეს.
ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.





