დარეჯან ჩხიკვაძე
ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა
სამართალი

ფოტო: IMEDI
ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძმას სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ძმები გორგილაძეები ერთ სახლში ცხოვრობდნენ და როგორ ამბობენ მათ დავა ქონებაზე ჰქონდათ. ისინი ვერ ინაწილებდნენ საცხოვრებელ სახლს. ფაქტის თვითმხილველები სავარაუდოდ მათი არასრულწლოვანი შვილებიც გახდნენ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევია.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძმას სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.





