გეგუთის ციხის პატიმარი „ქრონიკას“ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ითხოვდა სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანას, რის გამოც იყო აღელვებული და ერთ-ერთ მედიასაშუალებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
გეგუთის ციხის პატიმარი „ქრონიკას“ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ითხოვდა სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანას, რის გამოც იყო აღელვებული და ერთ-ერთ მედიასაშუალებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით მოგვიანებით მისი სატელეფონო ჩანაწერი „ტვ პირველზე“ გავრცელდა, განმარტებებისთვის კი „ქრონიკას“ დაუკავშირდა.
პატიმარი უარყოფს პირის ამოკერვის ფაქტს, ასევე ამბობს რომ მისი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა.
„გაწუხებთ მსჯავრდებული, „ტვ პირველში“ გავრცელდა ინფორმაცია, ჩემს საქმესთან დაკავშირებით, გადაყვანას ვითხოვდი დასავლეთში, იქ ვცხოვრობ. ვიყავი ანერვიულებული და ცოტა ნაწყენი. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა და არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია არც დეპარტამენტთან და არც ციხის ადმინისტრაციასთა. არანაირი ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, პირი რომ ამოკერილი მქონდეს, ხომ არ დაგირეკავდით“, - აცხადებს გულუა.





