28 იანვარი 2021, 16:40
სანდრო გამსახურდია
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ გირაო შეუფარდა
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. მათ 20 ათას, 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლომ თანამდებობის ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.




