ანა შეპკინა
ოკუპანტების მიერ სოფელ ახალუბანთან გატაცებული კაცი თავისუფალია
სამართალი

ფოტო: ანა შეპკინა
ოკუპანტების მიერ სოფელ ახალუბანთან გატაცებული მწყემსი თავისუფალია. ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის პირუტყვს მწყემსავდა. სუს-მა მომხდართან დაკავშირებით დაუყონებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა, რის შედეგადაც დაკავებული გაათავისუფლეს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯუმბერ ფსიტიძე გამოკითხვის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 83 შემთხვევა გამოვლინდა, 45 პაციენტი უკვე გამოჯანმრთლედა.





