12 ივნისი 2020, 17:44
ქავთარაძის ქუჩაზე სუსის სპეცოპერაცია მიმდინარეობს
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სუსის წარმომადგენლები, მიმდინარეობს ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, რომ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი ადამიანი.




