18 მაისი 2017, 22:34
შსს: ოთარ წოწორიას სახლში ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები
სამართალი

გაზიარება
ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში ბათუმში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთბს:
“ოთარ წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.“ - განმარტავენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, დაინიშნება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკაზე კომენტარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ გააკეთა.




