14 იანვარი 2020, 09:05
ნინო ვაშაკიძე
გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
სამართალი

ფოტო: ნინო ვაშაკიძე
გაზიარება
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.





