28 დეკემბერი 2019, 23:18
ანა შეპკინა
სოფელ ნაწრეტთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
სოფელ ნაწრეტთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მამა-შვილი იყვნენ. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც დაღუპულები და დაშავებული ავტობანზე ქვეითად გადადიოდნენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო





