28 ნოემბერი 2019, 09:33
პაპუნა შუშანია
ზუგდიდში ავტომობილი ეზოში შევარდა, აფეთქებას კი მძღოლი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყართან გადაჭარბებული სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ეზოში შევარდა. რის შედეგადაც მანქანა აფეთქდა და მძღოლი გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.





