20 ნოემბერი 2019, 17:02
მარიამ ქართველიშვილი
გიორგი რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია იცავს
სამართალი

გიორგი რურუა
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
გაზიარება
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე იყო დანიშნული თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.
"მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.
გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





