დიტო ყირიმლიშვილი
აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო
სამართალი

ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო სხდომა, რომელიც რამდენიმე საათის წინ უნდა დაწყებული, გადაიდო. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 6-6 დაკავებულის პროცესი 1 და 2 საათით გადაიდო.
პროცესის გადადება აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეძახილებით "სირცხვილია" და "მონავ" გააპროტესტეს.
გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.
ადგილზე შეკრებილები არიან დაკავებულების ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.




