13 ივლისი 2019, 22:45
დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სამართალი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა. წინას მსგავსად ისიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
როგორც ირკვევა, დაღუპულია ცოლ-ქმარი.
ექიმ ირინა დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 11 დაშავებული იმყოფება.
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 12 იყო დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მინივენის ტიპის სამი ავტომობილი შეეჯახა.





