13 ივლისი 2019, 15:50
სატვირთო ამწეს დაგორებას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
უბედური შემთხვევა მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე სატვირთო ამწე დაგორდა.
ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ასევე ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




