17 ივნისი 2019, 18:18
რუსთავში მოზარდი დაიხრჩო
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსთავის პარკის ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაცია imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მოზარდმა ტბაში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





