11 ივნისი 2019, 15:37
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მანქანა ხევში ჩავარდა
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა
ფოტო: „ინფო რუსთავი“
გაზიარება
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.





