მარიამ ქართველიშვილი
სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოება შეწყვიტა
სამართალი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა მალევე სასამართლო კოლეგიამ განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი უკან დაუბრუნდა. კოლეგიამ სარჩელი განუხილველად დატოვა. მოსამართლე მაია გიგაურის განმარტებით, სარჩელზე ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს.
სხდომას ესწრებოდა ანა-ბაგრიონ გრუზინსკი, რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მან საქართველო დატოვა.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა.
ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.





