06 აპრილი 2019, 00:12
რუსთავში CO-თი 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი მოიწამლა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
რუსთავში CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სახლში ბებია, შვილი და შვილიშვილები იყვნენ. 4 მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





