ზუგდიდში დავით ჯიქიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.
„მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





