ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ
რეგიონი

ვარლამ წიკლაური
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები სოფლებში- ანში, ჭვინთასა და ელიაწმინდაში გაიმართა.
„შეხვედრებზე სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით ძირითადი პრიორიტეტები თავად შეარჩიეს:
- სოფელი ანი - სანიაღვრე არხების მოწყობა;
- სოფელი ჭვინთა - შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- სოფელი ელიაწმინდა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება.
დაგეგმილი შეხვედრები 18 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები დაიწყება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





