28 ნოემბერი 2026, 17:26
სენაკში „ეგრისობას“ აღნიშნავენ
რეგიონი

ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
გაზიარება
სენაკში „ეგრისობას“ აღნიშნავენ. ნოქალაქევის ისტორიული ციხე- გოჯის ეზოში, მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენილია აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები.
მიმდინარეობს ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მინი კონცერტები.
დღის ბოლოს საპატიო სენაკელებს დააჯილდოვებენ, შემდეგ კი საღამო „ქართული ხმების“ კონცერტით გაგრძელდება.
„ეგრისობის" სახალხო დღესასწაული ტრადიციულად შემოდგომაზე ტარდება.





