ბათუმის მასშტაბით უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი აქტიურად გრძელდება
რეგიონი

ფოტო: ბათუმის წყალი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა, - ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის თანამშრომლების ჩართულობით შესრულდა.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი. ბათუმის ძველი ბულვარის, ცენტრალური პარკისა და გონიოს სანაპირო ზოლის შემდეგ, სამუშაოები ბოტანიკური ბაღის სანაპიროზე გრძელდება.
პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა ლოკაციას მოიცავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





