04 დეკემბერი 2025, 08:09
დუშეთის მუნიციპალიტეტში ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
დუშეთის მუნიციპალიტეტში ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანის გზაზე ასფალტის საფარის დაგებას, დამცავი გაბიონისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრის მოწყობას.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 322 000 ლარს შეადგენს.





